Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქებში გრძელდება საპროტესტო აქციები


კვირას რუსეთის ზოგიერთ ქალაქში კვლავ გაგრძელდა საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ქალაქ პერმიში სანქცირებულ პიკეტზე 800 ადამიანი შეიკრიბა. მსგავს აქციაზე ომსკში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა. ათობით დემონსტრანტი გამოვიდა 11 დეკემბერს სტავროპოლში. დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი ისევე, როგორც მათ კვირას გააკეთეს „მშვიდად და კანონის ფარგლებში.“ შაბათს „სამართლიანი არჩევნების“ ლოზუნგით რუსეთის ბევრ ქალაქში ათეულ ათასობით მოქალაქე გამოვიდა. მასობრივი საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ კრემლმა გააცნობიერა, რომ მოქალაქეები იმედგაცრუებულნი არიან საპარლამენტო არჩევნებით.
XS
SM
MD
LG