მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ პოსტზე ერთმანეთს ექვსი კანდიდატი უპირისპირდება. თუმცა მთავარი მეტოქეები არიან იგორ სმირნოვი, მოქმედი პრეზიდენტი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი კამინსკი. არჩევნები შემდგარად ჩაითვლება, თუკი საპრეზიდენტო არჩვენებში სეპარატისტულ რეგიონში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. იგორ სმირნოვი უკვე მეხუთედ გამოთქვამს პრეტენზიას თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის პოსტზე, რაც ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლების ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.
ყველაზე პოპულარული
1