Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიზნები განსაზღვრა


„ქართული ოცნება იქნება, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა რეალური გახდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე“, - ასე დაახასიათა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ძირითადი ამოცანა ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია თბილისის ფილარმონიაში დარბაზში გაიმართა და მას საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მოძრაობა შექმნის რეგიონალურ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება სამართლიანი არჩევნების გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოების კონსოლიდაცია და ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნებით იმ პოლიტიკური ძალების მოსვლა, რომელსაც მხარს დაუჭერს მოსახლეობა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციამ“ ვერ გაამართლა, ქვეყნის კონსტიტუცია აბუჩად არის აგდებული , ნორმად იქცა სახელმწიფოს ხარჯების გაუმჭვირვალე ხარჯვა, გამეფებულია ელიტური კორუფცია და ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები. მიმდინარეობს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და შიდა დაპირისპირების გაღვივება და „რომ არა საქართველოს პატრიარქის სიბრძნე გარდუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის, რომელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებითაც ასე ამაყობს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG