Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში არჩევნები დასრულდა


მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი. დნესტრისპირეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ხმა უკვე ჰქონდა მიცემული ამომრჩევლთა 55 %-ს, რაც სავსებით საკამარისია იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხმის მიცემის პროცედურის რამდენიმე დარღვევა - მათ შორის ამომრჩეველთა არასრულყოფილი სიები და დიდი რიგები ზოგიერთ უბანზე. მოელიან, რომ დნესტრისპირეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები სავარაუდოდ 12 დეკემბერს დილით გახდება ცნობილი. პრეზიდენტის პოსტზე ერთმანეთს ექვსი კანდიდატი უპირისპირდება. თუმცა მთავარი მეტოქეებად ითვლებიან მოქმედი ვეტერანი პრეზიდენტი, იგორ სმირნოვი, რომელიც დნესტრისპირეთს 4 ვადით მართავს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი კამინსკი.
XS
SM
MD
LG