საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დომინიკ დე ვილპენმა გამოაცხადა, რომ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვილპენს აქვს მწვავე დაპირისპირება პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ, სავარაუდოდ, გამოაცხადებს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მორიგი ვადით წამოყენების შესახებ. ექსპერტების ვარაუდით, ვილპენი ვერ მოიპოვებს ფართო მხარდაჭერას, მაგრამ კონსერვატიული ამომრჩევლის ხმების გარკვეულ ნაწილს წაართმევს სარკოზის. საფრანგეთში აპრილში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, მაისში გაგრძელდება კენჭისყრის მეორე ტურით.
ყველაზე პოპულარული
1