ვარშავაში დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა კომუნისტური რეჟიმის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად. 1981 წლის 13 დეკემბერს ამოქმედებული ზომების მიზანი იყო, უწინარეს ყოვლისა, ბოლოს მოღება მოძრაობა „სოლიდარობისთვის". დღევანდელი დემონსტრაცია დაიწყო პოლონეთის ეროვნული ჰიმნით, რასაც მოჰყვა საომარი მდგომარეობის პერიოდში დაღუპულთა სახელების წაკითხვა. ორგანიზატორების მონაცემებით, შეკრებაში მონაწილეობდა 5 000-დან 10 000-მდე ადამიანი. დემონსტრაციას სათავეში ედგა პოლონეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, სამართლისა და სამართლიანობის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი.
ყველაზე პოპულარული
1