Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის გრიზლოვმა უარი თქვა დეპუტატის მანდატზე


რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის მანდატზე უარი თქვა ბორის გრიზლოვმა, რომელიც წინა ორი მოწვევის სათათბიროს თავმჯდომარე იყო. ამასთან, ის განაგრძობს მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გრიზლოვმა გამოთქვა შეფასება, რომ შეძლო დასახული მიზნების დიდი ნაწილის მიღწევა, მაგრამ მას არასწორად მიაჩნია პარლამენტის პალატის თავმჯდომარის პოსტის დაკავება ზედიზედ ორი ვადის შემდეგ. ახალი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს პირველი სხდომა 21 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG