Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე: რუსეთის ხელისუფლება ფსევდო, ცივი ომის წამოწყებას ცდილობს


ვლადიმირ პუტინის პოპულარობის შემცირების ფონზე რუსეთის ხელისუფლება ახალი, ფსევდო ცივი ომის წამოწყებას ცდილობს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ბრალდების საპასუხოდ. ნიკოლაი პატრუშევმა საგაზეთო ინტერვიუში კვლავ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის მონიტორინგის მისია და არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომ მსგავსი ალბათობა გამოირიცხოს. ბარამიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს მსგავსი განცხადებები სჭირდება შიდა პრობლემების გადასაფარად და დაძაბულობის შესაქმნელად საქართველოსთან, რომელიც დასავლური სამყაროს მკვიდრი ხდება.
XS
SM
MD
LG