სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს მხარი არ დაუჭირა პოსტებიდან გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის გადადგომას. შესაბამისად, დაირღვა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მიერ რუსეთის შუამავლობით 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, ხუგაევი და ბიჩენოვი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორებოდნენ. ამავე შეთანხმებით, რომლის გამოც ცხინვალში ოპოზიციის საპროტესტო აქციები შეწყდა, ალა ჯიოევას მომავალი წლის 25 მარტს დანიშნულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. თუმცა აცამაზ ბიჩენოვმა, რომელმაც დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნა, ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნებში ჯიოევას ხელახალი მონაწილეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ყველაფერი რეგისტრაციის შემდეგ გაირკვევა.
ყველაზე პოპულარული
1