აშშ-ის ჯარებმა დღეს ოფიციალურად დაასრულეს სამხედრო მისია ერაყში და ჩამოუშვეს შეერთებული შტატების დროშა ბაღდადთან მდებარე სამხედრო შტაბ-ბინაზე. ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა, ერაყში აშშ-ის ჯარების სარდალთან, ერაყში აშშ-ის ელჩთან და ერაყელ ოფიციალურ პირებთან ერთად. ლიონ პანეტას განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავაც მხარში ედგება ერაყელ ხალხს.
„გამოწვევები რჩება, მაგრამ შეერთებული შტატები ადგილზე იქნება ერაყელი ხალხის მხარდასაჭერად მისი მცდელობისას, გზა გაიკვალოს ამ გამოწვევებში, უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყნის ასაშენებლად“, - განაცხადა პანეტამ.
ამჟამად ერაყში რჩება 4 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც მომდევნო დღეებში დატოვებენ ამ ქვეყანას.
1,5 მილიონამდე ამერიკელმა იმსახურა ერაყში მას შემდეგ, რაც 2003 წელს ერაყში სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაამხეს სადამ ჰუსეინის რეჟიმი. ომმა შეიწირა ათიათასობით ერაყელისა და თითქმის 4500 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე.