საქართველო ზრდის სამხედრო კონტინგენტს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მიმართა პარლამენტს და ითხოვა ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF- ში) დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ თანხმობა. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, დამატებითმა ბატალიონმა ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში უნდა იმსახუროს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტისაგან თანხმობას პრეზიდენტი მიიღებს მომავალ კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.