კომუნისტების ბოიკოტის გამო მოლდავეთის პარლამენტმა კვლავ ვერ მოახერხა საჭირო 62 ხმის მოგროვება, რათა აერჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ხმის მიცემის ფარული პროცედურის შედეგად ერთადერთმა კანდიდატმა ამ პოსტზე, ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მარიან ლუპუმ მმართველი კოალიციის „ევროპული ინტეგრაციის ალიანსის“ 58 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციურმა კომუნისტურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მოლდავეთს მესამე წელია არ ჰყავს პრეზიდენტი. ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის გამო კიდევ ერთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ემუქრება.
ყველაზე პოპულარული
1