ათენში შაბათს პროფკავშირების სამიათასამდე პროკომუნისტმა აქტივისტმა და სტუდენტმა ჩაატარა მეფოლადეების გაფიცვის მიმართ სოლიდარობის მარში. ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ფოლადსადნობი ქარხნის მუშები უკვე 48-ე დღეა გაფიცვას მართავენ მოსალოდნელი მასობრივი დათხოვნებისა და ხელფასების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. გაფიცულებს მატერიალურ დახმარებას უწევს კომუნისტური პარტია. ოთხწლიანი რეცესიის განმავლობაში საბერძნეთში სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 15 პროცენტით შემცირდა. პროფკავშირების ცნობით, ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყანაში შემოღებული მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის შედეგად 2012 წელს უმუშევრობა 20 პროცენტს გადააჭარბებს.
ყველაზე პოპულარული
1