Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის ლიდერი გარდაიცვალა


ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქვეყნის ლიდერი - კიმ ჩენ ირი. შავებში ჩაცმული ტელევიზიის წამყვანი დღეს ეთერში ცრემლმორეული კითხულობდა განცხადებას. კიმ ჩენ ირი 17 დეკემბერს გარდაცვლილა მატარებლით მგზავრობისას. მოგვიანებით გავრცელებული ცნობის თანახმად, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. კიმ ჩენ ირმა გულის შეტევა 2008 წელსაც გადაიტანა, თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა მოგზაურობამ ჩინეთსა და რუსეთში ბევრს აფიქრებინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სააგენტოების ცნობით, კიმ ჩენ ირი ჯანმრთელობაზე დიდად არ ზრუნავდა - ეწეოდა სიგარას და მოიხმარდა კონიაკს. არსებული ინფორმაციით, მას აწუხებდა დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადება. კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა პროცესში, როცა ძალაუფლება გადაეცემოდა მის შვილზე კიმ ჩენ ინს, რომელიც 30 წლამდე ასაკის არის. კიმ ჩენ ირს 28 დეკემბერს დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG