Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდ. კორეაში გარდაცვლილი ლიდერის შვილი გამოცხადდა მის „მემკვიდრედ“


ჩრდილოეთ კორეის ახალ ლიდერად გამოცხადდა გარდაცვლილი ლიდერის უმცროსი ვაჟიშვილი, კიმ ჩენ ინი. ინფორმაციით, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს, ის 30 წლისაც არ არის. მედიაში ხალხს მოუწოდებენ, გაერთიანდეს კიმ ჩენ ინის გარშემო, რომელსაც მოიხსენიებენ კიმ ჩენ ირის „დიად მემკვიდრედ“. მამას, კიმ ჩენ ირს 28 დეკემბერს, ფხენიანში დაკრძალავენ. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ირი 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მასაც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული ქვეყნის ლიდერის პოსტი მამის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელ კიმ ირ სუნის 1994 წელს გარდაცვალების შემდეგ. მეზობელ ქვეყანაში სახელმწიფოს ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამხრეთმა კორეამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავისი ჯარები. ჩინეთმა, რომელიც კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის მთავარ მოკავშირედ ითვლება, მწუხარება გამოთქვა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გამო და გამოთქვა იმედი, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა მის ქვეყანასთან.
XS
SM
MD
LG