Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვი კრემლს სატელეფონო მოსმენაში ადანაშაულებს


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი კრემლს სდებს ბრალს იმ სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებაში, რომელშიც ის თანამებრძოლ აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებს. სამთავრობო უწყებებთან დაახლოებულმა ვებსაიტმა გაავრცელა ნემცოვის პირადი საუბრების ჩანაწერები, სადაც ნემცოვი ცუდად მოიხსენიებს ოპოზიციის სხვა ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს. ნემცოვის ადვოკატმა, ვადიმ პროხოროვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ჩანაწერების მედიისთვის გადაცემის პროცესში სავარაუდოდ კრემლი იყო ჩართული. ზოგიერთი განცხადების გამო ნემცოვმა ბოდიში მოიხადა.
XS
SM
MD
LG