Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია „ტერორისტების შეიარაღებაზე“ სიკვდილით დასჯას აწესებს


სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ-ასადმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯიან ნებისმიერ პირს, რომელსაც დაუმტკიცდება „ტერორისტული აქტების“ ჩასატარებლად იარაღის მიწოდება. სახელმწიფო სააგენტო „სანას“ ცნობით, ახალი კანონის თანახმად ნებისმიერ პირს, ვისაც იარაღის კონტრაბანდას დაუმტკიცებენ, 15 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთამდე სასჯელს შეუფარდებენ. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ ამბოხება და საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ქვეყანაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე 9 თვეა მიმდინარეობს, სამოქალაქო დემონსტრაციები კი არ არის, არამედ შეიარაღებული დაჯგუფებების და ტერორისტების მოწყობილია.
XS
SM
MD
LG