Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ კაიროს თაჰრირის მოედნიდან დემონსტრანტები განდევნა


კაიროში თაჰრირის მოედანზე გამთენიისას უსაფრთხოების ძალები მივიდნენ და იქიდან განდევნეს დემონსტრანტები, რომლებიც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. ეგვიპტის დედაქალაქიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, დემონსტრანტები მოედანთან მიმდებარე ქუჩებით გაიქცნენ. საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს დაღუპულების რიცხვმა 13-ს მიაღწია. ასობით ადამიანი დაჭრილია. არმიის ერთ-ერთმა გენერალმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, „ბოროტ ძალებს“ სურთ ისე წარმოაჩინონ, თითქოს აქ ქაოსი მეფობსო - და დასძინა, რომ ჯარისკაცებმა თავდაჭერილად იმოქმედეს, მიუხედავად მაპროვოცირებელი ფაქტორებისა, როცა ზოგიერთი ინდივიდი შენობების დაწვას ცდილობს და ჯარსა და ხალხს შორის განხეთქილების შექმნა სურს.
XS
SM
MD
LG