Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ ბელორუსიაში დაკავებულ აქტივისტებს


რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ცნობით, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები უკრაინელ აქტივისტ ქალებს შეხვდნენ. აქტვისტ ქალთა ჯგუფ ”ფემინას” წევრებმა 19 დეკემბერს მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს. ”ფემენის” თანახმად, ჯგუფის სამი წევრი ბელორუსიის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, ჰომელის რაიონის ტყეში წაიყვანეს და მათ მიმართ ძალადობა განახორციელეს. ამის შემდეგ, ”ფემენის” წევრებმა შეძლეს ახლომდებარე სოფლამდე მიღწევა, სადაც მოგვიანებით უკრაინის საელჩოს თანამშრომლები ჩავიდნენ. შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის. ბელორუსიის უშიშროების სამსახური მომხდარის შესახებ კომენტარზე უარს აცხადებს.
XS
SM
MD
LG