Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტებმა აქცია გამართეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან


საქართველოს პრეზიდენტის თბილისის რეზიდენციასთან ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ლეიბორისტებმა აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს და მისი გადადგომა და გასამართლება მოითხოვეს. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ”რაც ქვეყანაში ნეგატიური და ცუდი ხდება, მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის არასწორი პოლიტიკის შედეგია.” ნათელაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება ”სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული და არა ჯო ბაიდენის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.”
XS
SM
MD
LG