ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მომხდარი არეულობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა იუწყება. კიდევ ერთი აქტივისტი მეზობელ დასახლება შეტპეში დაიღუპა. ამასთან, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა რეალურად გაცილებით მეტია. ინტერნეტში განთავსებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ნაჩვენებია, თუ როგორ გაუხსნა ცეცხლი პოლიციამ უიარაღო დემონსტრანტებს. ყაზახეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ ინფორმაციას გამოიძიებს.
ყველაზე პოპულარული
1