Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: რუსეთს „დემოკრატია სჭირდება და არა ქაოსი“


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობა არ მისცემს ნებას „პროვოკატორებს და ექსტრემისტებს“ რუსეთში სტაბილურობა დაარღვიონ სადავო არჩევნების შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის ბოლო მიმართვაში პარლამენტის ორივე პალატისადმი, განაცხადა, რომ რუსეთს „დემოკრატია სჭირდება და არა ქაოსი“. მედვედევი პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისკენ მოწოდებით გამოვიდა. მისი წინადადებით, რეგიონების გუბერნატორები პირდაპირი წევის უნდა იქნენ არჩეული და არა, კრემლის მიერ დანიშნული. მედვედევის მიმართვა მოჰყვა მასობრივ გამოსვლებს 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებს ოპოზიცია მმართველი, „ედინაია როსიას“ პარტიის მიერ გაყალბებულად მიიჩნევს. მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მედვედევი მონაწილეობას არ მიიღებს. მან გზა დაუთმო თავის წინამორბედს და ახლანდელ პრემიერ ვლადიმირ პუტინს.
XS
SM
MD
LG