Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გამოაქვეყნეს


პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტის მიმართ არსებული შენიშვნები გამოაქვეყნეს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ. მათი შეფასებით, ცვლილებების ნაწილი დადებითია და ეხმიანება საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, თუმცა, არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება, რომლის დაზუსტება და შეცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამი ორგანიზაცია განსაკუთრებით საყურადღებოს უწოდებს სიახლეს, რომლის თანახმად, პარტიისთვის დადგენილი ფინანსური შეზღუდვები და ანგარიშგების ვალდებულებები ვრცელდება მათთან დაკავშირებულ იურიდიულ, მათ შორის არასამეწარმეო პირებზე. მსგავსი შეზღუდვა დაწესებულია იურიდიულ პირზეც, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის, ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ.
XS
SM
MD
LG