Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა მოხსნა რამდენიმე ოფიციალური პირი


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გაემგზავრა დასავლეთში მდებარე რეგიონში, სადაც არეულობებს მსხვერპლი მოჰყვა და თანამდებობებიდან გადააყენა რამდენიმე ადგილობრივი ოფიციალური პირი. გადაყენებულებს შორის არის ნაზარბაევის სიძე - თიმურ კულიბაევი, რომელიც ხელმძღვანელობდა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია "კაზმუნაიგაზის" მფლობელ კომპანია „სამრუკ-კაზინას“. ნაზარბაევის პრესსამდივნის განცხადებით, პრეზიდენტმა მოხსნა ასევე „კაზმუნაიგაზისა“ და მისი ლონდონში დაფუძნებული შვილობილი კომპანიის დირექტორები, ისევე როგორც მანგიშთაუს რეგიონის გუბერნატორი. ამ რეგიონში გაფიცული მუშების დემონსტრაციების დროს ძალადობამ იმსხვერპლა საპროტესტო აქციის, სულ ცოტა, 15 მონაწილე. მუშების მოთხოვნებს შორის იყო უკეთესი ხელფასები. ცნობების თანახმად, ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა გაერო მიიწვია მომხდარის გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG