Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრეზიდენტი პრემიერს ადანაშაულებს


ერაყის სუნტმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტარეყ ალ-ჰაშემიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეების ძალადობის ტალღა ერაყში გამოიწვია პრემიერ-მინისტრს ნური ალ მალიკის პოლიტიკამ. მან, „ბი-ბი-სის" არაბულენოვან სამსახურს უთხრა, რომ მალიკიმ გამოიწვია “სახელმწიფო კრიზისი, რომლის გაკონტროლება არაა იოლი“. ხუთშაბათს ათზე მეტმა ტერორისტულმა აქტმა ბაღდადში სულ მცირე, 69 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარმა გააძლიერა შიში, რომ შეიძლება განახლდეს დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება. ჰაშემის თქმით, მალიკიმ უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, „პატრიოტი პოლიტიკოსების“ დევნა დაიწყო. მალიკიმ ჰაშემის დაპატიმრება მოითხოვა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. ჰაშემი კატეგორიულად უარყობს ბრალდებას და ქურთისტანის ნახევრადავტონომიურ რეგიkნს აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG