პაკისტანის არმიამ უარყო ნატოს საავიაციო თავდასხმის გამოძიების დასკვნა. გამოძიება, რომელიც აშშ-ის წინამძღოლობით ჩატარდა, ეხება ნატოს ავიაციის თავდასხმას, რომლის დროსაც 24 პაკისტანელი სამხედრო დაიხოცა. ინციდენტი ავღანეთის საზღვართან მოხდა 25-26 ნოემბერს. გამოძიების დასკვნით, რომელიც ვაშინგტონში გამოქვეყნდა გუშინ, შეცდომა ინციდენტის დროს დაუშვეს ამერიკელმა სამხედროებმაც და პაკისტანელებმაც. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა, გენერალმა ათარ აბასმა განაცხადა, რომ დასკვნას არ ეთანხმება. თვითონ პაკისტანმა უარი თქვა გამოძიებაში მონაწილეობაზე.
ყველაზე პოპულარული
1