ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ”ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში მყოფი კომპანია ”ახალი კაპიტალის” მფლობელობაში არსებულ, როსტომ მეფის სასახლეში მშენებლობის შეჩერების გამო, ადვოკატებმა დღეს სასამართლოში უჩივლეს თბილისის მერიას და ზედამხედველობის სამსახურს. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურმა პრაქტიკულად დასრულებული მშენებლობა შემოდგომაზე შეაჩერა ხარვეზების გამოსწორების საბაბით, მერიას წარედგინა ახალი, შეცვლილი პროექტი, რომელიც მან არ დაამტკიცა. ადვოკატები თბილისის მერიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, რადგან მათივე განცხადებით, როსტომ მეფის სასახლის შენობაში საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" ოფისი უნდა განთავსებულიყო. ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, ამავე შენობის ნაწილში კომპანია ”ლაით ჯგუფის” უკანონოდ შეჭრის გამო, 28 დეკემბერს პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სასამართლოში უჩივლეს მერიასა და ზედამხედველობის სამსახურს
ყველაზე პოპულარული
1