Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაჰოლდინგმა ”პალიტრამ" სასამართლოში უჩივლა შალვა ნათელაშვილს


საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მედიაჰოლდინგმა ”პალიტრამ" საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელი ნომერი იუწყება. რამდენიმე მედიასაშუალებასთან ინტერვიუში შალვა ნათელაშვილმა ”პალიტრა” დაადანაშაულა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური დაფინანსების მიღებასა და სკოლის შენობის მითვისებაში. ”პალიტრის” ადვოკატის ზვიად კორძაძის განმარტებით, კანონის შესაბამისად მედიაჰოლდინგი არ არის ვალდებული თავი იმართლოს, თუმცა, შენობა, რომელიც ლეიბორისტთა ლიდერის მტკიცებით, "კვირის პალიტრამ" ბავშვებს წაართვა, სკოლის კუთვნილება არასდროს ყოფილა. ადვოკატის განცხადებითვე, "პალიტრამედიაში" ბიძინა ივანიშვილისგან გადარიცხული მილიონები არავის უნახავს და თუ შალვა ნათელაშვილს მსგავსი დოკუმენტი აქვს, უნდა წარადგინოს. ”სწორედ მისი პრეროგატივაა დაამტკიცოს ის, რაც მედიასაშუალებებით ბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საკუთარი სიტყვების უარყოფა მოუწევს იმავე მედიასაშუალებებით, რომლითაც გაავრცელა", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
XS
SM
MD
LG