Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და ერაყი აშრაფის ბანაკის ბედზე შეთანხმდნენ


გაერომ და ერაყის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ჩრდილოაღმოსავლეთ ერაყში, აშრაფის ბანაკში მცხოვრები ირანელი ლტოლვილების ეტაპობრივ გასახლებას ითვალისწინებს. კვირას, გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში ერაყში გაეროს მისია აღწერს ერაყის მიერ ბანაკის მოსახლეთა დროებით საცხოვრებელ ადგილას გადაყვანის პროცესს. საკუთრივ ადგილი არ არის დაკონკრეტებული - თუმცა წერია, რომ ლტოლვილებთან გაეროს სააგენტო იმუშავებს, რომელიც მათ სტატუსს დაადგენს, საბოლოო მიზნად კი ერაყიდან მათ სხვა ქვეყანაში გადასახლებას დაისახავს. ბანაკში 3,400-მდე ირანელი ცხოვრობს, რომლებსაც ირანის კლერიკალურ რეჟიმან დაპირისპირება შეექმნათ. ბანაკის შექმნაზე ნებართვა ერაყის ყოფილმა დიქტატორმა, სადამ ჰუსეინმა გასცა, 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომის დროს. აშშ მიესალმა ერაყსა და გაეროს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG