Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა და აზერბაიჯანმა გაზსადენის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი


თურქეთმა და აზერბაიჯანმა გააფორმეს შეთანხმება კონსორციუმის შექმნის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის გაზის თურქეთში ტრანსპორტირებისთვის გაზსადენის აგებას. შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა მოაწერეს. კონსორციუმში შევლენ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“, თურქეთის მილსადენების სახელმწიფო კომპანია „ბოტასი“ და თურქეთის სანავთობო კომპანია TPAO. შეთანხმება ნავთობისა და გაზის სხვა კომპანიებსაც აძლევს კონსორციუმში შესვლის უფლებას. დაგეგმილი გაზსადენი გაზს აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან წაიღებს. თურქეთის განცხადებით, ეს გაზსადენი ბოლოს შესაძლოა შეუერთდეს ნაბუკოს - პროექტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG