Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის თანახმად საპატიმროებს 92 ადამიანი დატოვებს. მათ შორის არის ახალგაზრდა აქტივისტი ჯაბარ სავალანი. 20 წლის სავალანი, აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის წევრი მაისში დააპატიმრეს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით მას შემდეგ, რაც მან თებერვალში ფეისბუკით გაავრცელა მოწოდება ანტისამათავრობო პროტესტში მონაწილეობის თაობაზე. სავალანი პოლიციამ მეორე დღესვე დააპატიმრა. 27 დეკემბრის შეწყალების აქტში ვერ მოხვდა ის 14 ოპოზიციონერი აქტივისტი, რომლებსაც 2 აპრილის ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, აზერბაიჯანის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG