Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძის თქმით 2012 წელი მძიმე იქნება


2012 წელი იქნება განსაკუთრებით მძიმე, რადგან საქართველოშიც და იმ 35 ქვეყანაში, რომლებთანაც სერიოზული ურთიერთობა გვაკავშირებს, იქნება არჩევნები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. გრიგოლ ვაშაძემ მთავრობის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე დგას, მათ შორის, პრობლემებია კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით."ამ წელს 35-მდე ქვეყანაში, რომლებთანაც სერიოზული ურთიერთობა გვაკავშირებს, იქნება არჩევნები, მათ შორის საქართველოშიც. ეს დიპლომატიისთვის ყოველთვის მძიმე პერიოდია", - აღნიშნა ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG