Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა


პალესტინელი ექიმების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დღეს განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ სულ მცირე ერთი ადამიანი იმსხვერპლა და ორი დაჭრა. როგორც იუწყებიან, დაღუპული 22 წლის აბდულა ალ-თელბანია, რომელიც თავდასხმის დროს ლტოლვილთა ბანაკისკენ მიემგზავრებოდა. ისრაელის რადიოს ცნობით, ის ისლამური ჯიჰადის წევრი იყო - თუმცა ამ მოძრაობის გასამხედროებული ფრთა, ალ-ყუდის ბრიგადები, აცხადებს, რომ მისი არც ერთი წევრი არ დაღუპულა. ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა ახლახან განხოციელებულ ტერორისტულ აქტივობასთან კავშირში მყოფი დანაყოფი.
XS
SM
MD
LG