კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქ ფხენიანში დღეს დაკრძალეს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ირი, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის დამაარსებლის კიმ ირ სენის მავზოლეუმის შენობის წინ შეკრებილ ათეულ ათასობით ადამიანს ხელისუფლების უცნობმა წარმომადგენელმა აცნობა. ქვეყნის ლიდერის დაკრძალვას არც ერთი უცხოური დელეგაცია არ დასწრებია. დამკრძალავ კომისიას გარდაცვლილ ლიდერის შვილი კიმ ჩონ ინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები მმართველი პარტიის ლიდერსა და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს უწოდებენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ჩაიბარებს თუ არა იგი მთელ ხელისუფლებას. კიმ ჩენ ირი 17 დეკემბერს, 69 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ყველაზე პოპულარული
1