Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში პრეზიდენტობის ერთად-ერთი კანდიდატი კენჭისყრაში არ ჩაებმება


მოლდავეთის პრეზიდენტობის ერთად-ერთმა კანდიდატმა განაცხადა, რომ იანვრის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელმა, მარიან ლუპუმ განაცხადა, რომ არ აპირებს 15 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას, რათა, „ახალ შესაძლებლობებს, არჩეულ იქნეს პრეზიდენტი და დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, გზა გაუხსნას“. მოლდავეთმა ორი წელიწადია ვერ მოახერხა პრეზიდენტის არჩევა, რადგან პარლამენტის ვერცერთი ჯგუფი ვერ აგროვებს საჭირო 61 ხმას 101-დან. თვითონ ლუპუმ არაერთ კენჭისყრაში განიცადა ფიასკო.
XS
SM
MD
LG