Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პასპორტსაც აბარებს


ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საელჩოში მივიდა, რათა უარი თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ჩააბაროს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი. ამასთან, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა საქართველოს ოფიციალურ სტუქტურებს, რათა მიენიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საფრანგეთის საელჩოდან გამოსულმა ბიზნესმენმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისად საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ, მისი სტატუსი გაურკვეველი ხდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს აღუდგინა საქართველოს მოქალაქის სტატუსი. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ კანონმდებლობის დაცვითა და საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით ისინი მიაღწევენ ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის აღდგენას.
XS
SM
MD
LG