Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში პოლკოვნიკი ვალმერ ბუთბა მოკლეს


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ცნობილი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი ვალმერ ბუთბა მოკლეს. შემთხვევა გალის რაიონში მოხდა. თუმცა, დეტალები უცნობია. საქართველოს სამართალდამცველები ბუთბას მიაწერდნენ 2010 წლის 5 მაისს ბათუმში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორობას. ტერაქტის შედეგად ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG