Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 12 სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა


თავდასხმებისა და აფეთქებების შედეგად ავღანეთში დღეს 12 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის მიკროავტობუსი ჰილმენდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა ერთი ავღანელი პოლიციელი, რომლებიც საწვრთნელი ბანაკისაკენ მიემართებოდნენ. ქვეყნის აღმოსავლეთში ეროვნული არმიის სამხედრო ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა კი ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის ორ სამხედრო მოსამსახურე დახოცა. კოალიციური ძალების სარდლობა თავდასხმის ფაქტს იძიებს. მთლიანობაში 2011 წელს კოალიციურმა ძალებმა ავღანეთში 541 ჯარისკაცი დაკარგა. 27 დეკემბერს ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი უცხოელი სამხედრო დაიღუპა.
XS
SM
MD
LG