Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი ამერიკულ სამხედრო ბაზას სახიფათოს უწოდებს


ბიშკეკში საერთაშორისო აეროდრომ „მანასთან“ არსებულის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთოხებისათვის სეროზულ საშიშროებას წარმოადგენს. ამის შესახებ 29 დეკემბერს განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმასბეკ ატამბაევმა, რომელიც 1 დეკემბერს შეუდგა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე მოღვაწეობას. ატამბაევის თქმით, ამერიკული სამხედრო ბაზა შესაძლოა გარედან, კერძოდ კი ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტად იქცეს. ყირგიზეთის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ებს 2014 წლისათვის სამხედრო ბაზას შეუცვალოს პროფილი და სამოქალაქო დანიშნულებისათვის გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არენდის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება აღარ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG