Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დღეს პარაკევის ლოცვის შემდეგ გამოსვლები ეწყობა


სირიის ოპოზიციის აქტივისტები მოწოდებით გამოვიდნენ, მოეწყოს საპროტესტო აქციები პარასკევის ლოცვის შემდეგ. პარასკეობით მოწყობილი დემონსტრაციები უმთავრესი იყო არაბულ ქვეყნებში, სადაც ვითარება შეიცვალა სახალხო გამოსვლების შემწეობით. ამ დღეებში, აქტივისტების ინფორმაციით, მთავრობის უშიშროების ძალების ხელით მიერ 25 ადამიანი იქნა მოკლული. ეს მოხდა მიუხედავად ქვეყანაში არაბული ლიგის სამეთვალყურეო ჯგუფის ყოფნისა. ჯგუფის მიზანია იხილოს, ასრულებს თუ არა მთავრობა დაპირებას, რომ შეწყვეტს გამოსვლების სისხლში ჩახშობას. აქტივისტები ეჭვით უყურებენ მეთვალყურეთა მისიას. გაეროს ვარაუდით, მარტის შემდეგ სირიაში 5000 ადამიანი დაიხოცა პროტესტების დროს.
XS
SM
MD
LG