Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქართველი სამხედრო პირი დაიღუპა


სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ავღანეთში საქართველოს სამხედო ძალების კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამხედრო უწყების თანახმად, ნინიაშვილი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. კაპრალი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ნინიაშვილი ავღანეთში დაღუპული მე-11 ქართველი სამხედროა.
XS
SM
MD
LG