Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ის ახალ სანქციებს უარყოფს


ირანის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა უარყო აშშ-ის მიერ ამ ქვეყნის მიმართ დაწესებული, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ეკონომიკური სანქციები. ირანის მედიას მოჰყავს მოჰამად ნაჰავანდიანის სიტყვები, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „უსარგებლო და გაუმართლებელია“. ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი კანონი სანქციების შესახებ გულისხმობს ირანის ცენტრალური ბანკის იზოლირებას და მისი კავშირების გაწყვეტას აშშ-ის საფინანსო სისტემასთან. გაეროს უშიშროების საბჭომ სანქციების ოთხი პაკეტი დაუწესა ირანს. აშშ-მა და ევროპის კავშირმა ცალმხრივ ზომებს მიმართეს ისლამური რესპუბლიკის მიმართ.
XS
SM
MD
LG