Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა წარმატებით გამოცადა საშუალო რადიუსის რაკეტები


ირანმა გამოაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა საშუალო მანძილზე მოქმედების, დედმიაწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები. ირანის სააგენტო ირნას ცნობით, რაკეტების გამოცდა შედგა სამხედრო-საზღვაო მანევრებისას, ჰორმუზის სრუტის რაიონში. ამ არეალში, გასულ დღეებში დაძაბულობა გაიზარდა. ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ძალიან იოლია გადაკეტვა სრუტისა, რომელიც სპარსეთის ყურეს ოკეანესთან აკავშირებს, და საიდანაც მსოფლიო ბაზარზე რეგიონის ნავთობის გატანა ხდება. ირანის ამ ნაბიჯს გადადგამს, თეირანის თანახმად, თუკი მას სანქციებს დაუწესეებნ და ნავთობის ექსპორტს შეუზღუდავენ.
XS
SM
MD
LG