Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდში ცეცხლის გამჩაღებელი ეჭვმიტანილი დააკავეს


ლოს ანჯელესის პოლიციამ დააკავა გერმანიის მოქალქე, რომელიც ეჭვმიტანილია ჰოლივუდში მასობრივი ხანძრის გაჩაღებაში, რამაც ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეებს სიმშვიდე დაუფრთხო. 24 წლის ჰარი ბურკჰარტი პოლიციამ მისსავე ავტომანქანაში დააკავა მას შემდეგ, რაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების შესახებ არსებული წინასწარი მონაცემების გადამოწმება. ლოს ანჯელესის მერის თანახმად არეალში განზრახ გაჩაღებულმა 53-მდე ხანძარმა დააზიანა შენობები და ავტომანქანები, რითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მთლიანობაში 3 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. მათ შორის ჰარი ბურკჰარტმა ცეცხლი წაუკიდა სახლს, რომელშიც "„The Doors"-ის, მომღერალმა ჯიმ მორისონმა 1968 წელს შექმნა სიმღერა “Love Street.”
XS
SM
MD
LG