Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს პროკურორს პოლონეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


პოლონეთის სასმართლომ ყოფილ რუს პროკურორს დღეს პატიმრობა მიუსაჯა. ალექსანდრე იგნატენკო, რომელზეც რუსეთის თხოვნით საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, პოლონეთის ქალაქ ზაკოპანეში ორშაბათს დააკავეს. მოსკოვის ოლქის ყოფილი პროკურორის პირველ მოადგილეს 50 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის აღების სანაცვლოდ, მოსკოვის ოლქში არალეგალური სათამაშო ბიზნესის მფარველობაში ედება ბრალი. ყოფილი პროკურორის ადვოკატი იაკობ აჯიაშვილი კი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს პროცესუალური დარღვევები. კერძოდ, რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პროცესში არ იყო დადგენილი დატოვა თუ არა იგნატენკომ რუსეთი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგნატენკო გამოძიებას პოლონეთში ემალებოდა, - აცხადებს ადვოკატი აჯიაშვილი.
XS
SM
MD
LG