Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღლონტი: კიწმარიშვილი ვერ შეძლებს "მაესტროს" სატელიტური სიგნალით მაუწყებლობას


ეროსი კიწმარიშვილი ვერ შეძლებს ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური სიგნალით მაუწყებლობას - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. მისი განმარტებით, თურქეთის სატელიტურმა კომპანია "თურქსატმა," რომელიც ტელეკომპანიის სიგნალს საქართველოსა და ევროპაში ავრცელებს, "მაესტროს" სატელიტური სიგნალი გამორთო. მამუკა ღლონტმა აღნიშნა, რომ "თურქსატს" შესაბამისი წინადადებით მიმართეს არხის დამფუძნებლებმა და ცოტა ხნის წინ კომპანიისგან დადებითი პასუხი მიიღეს.
XS
SM
MD
LG