Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატამ და ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ახალი კანონის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატამ და ეროვნულმა ბანკმა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს პარტიების და პოლიტიკურად აქტიური პირების და ორგანიზაციების ფინანსური ოპერაციების შესახებ კონტროლის პალატის ინფორმირებას. მისი თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ახალი კანონით, სწორედ კონტროლის პალატამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პროცესის ფინანსური გამჭვირვალობა და ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია მონიტორინგის მიზნების მისაღწევად. ბეჟაშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკი კონტროლის პალატას გადასცემს ინფორმაციას 2011 წლის 1 ნოემბრიდან განხორციელებული ყველა შესაბამისი გადარიცხვის შესახებ.
XS
SM
MD
LG