Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო ცინცაძე: პრეზიდენტის ბიძა რუსეთთან კავშირების აღდგენას შეეცდება


„როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ თემურ ალასანიამ რუსულ წრეებთან ძველი კავშირების ქვეყნისთვის სასარგებლოდ მატერიალიზაცია მოახდინოს,“ - აცხადებს საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. გასული წლის ბოლო გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნა. ის, რომ თემურ ალასანია ვაშაძის რიგითი მრჩეველი იქნება, ამას დამლაგებელიც არ დაიჯერებს, - ცხადებს ცინცაძე და დასძენს, რომ „თემურ ალასანია რუსეთთან ურთიერთოებების მიმართულების ხელმძღვანელობას ითავებს“. ამასთან ცინცაძე საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს და სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოში „საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ისეთი სფერო გახდა, რომელიც თითქოს არავის არ აინტერესებს.“
XS
SM
MD
LG