Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი წარმომადგენლობას გახსნის კატარში


ავღანელმა თალიბებმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას კატარის ხელისუფლებთან, რომ ამ ქვეყანაში გახსნიან თავიანთ "პოლიტიკურ წარმომადგენლობას". ერთ-ერთი მთავარი მიზანი უცხოეთში ოფისის გახსნისა, თალიბანის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, კერძოდ აშშ-თან, დიალოგის დაწყებაა, ავღანეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ერთ-ერთ ისლამისტურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მორიგების დამყარების პირობაა, ტერორიზმში ევჭმიტანილი და გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე, კუბაზე, აშშ-ის სატუსაღოში მყოფი თალიბების განთავისუფლება. დასავლეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკება სურს, პირობით, თუკი ისინი უარს იტყვიან შეიარაღებულ ბრძოლაზე.
XS
SM
MD
LG