იორდანიის დედაქალაქ ამანში, დღეს, დაიწყო შეხვედრა ისრაელის წარმომადგენელ, პრემირის წარგზავნილ, იცხაკ მოლხოსა და პალესტინელთა წარმომადგენელ, საებ ერეკატს შორის. მათი შეხვედრა არაა ოფიციალური, ის იმართება, საერთაშორისო კვარტეტის - ევროკავშირის, რუსეთის, გაერთიანებული ერებისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნული შეხვედრა არ ნიშნავს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და შესაბამისად, ოფიციალური პირებმა გადაწყვიტეს არ წარმოშვან დიდი მოლოდინები შესაძლო შედეგების თაობაზე. თუმცა პალესტინელთა ავტონომიის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ თუ შეხვედრა ვერ მოიტანს კონკრეტულ შედეგს, მისი ხელისუფლება შეეცდება პალესტინელთა ავტონომიის დამოუკიდებლობის აღიარების მისაღწევად აქტიურად იმოქმედოს. აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წლის სექტემბერში შეწყდა. პალესტინა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისრაელი შეაჩერებს დასახლების მშენებლობას აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ყველაზე პოპულარული
1